ლეგიტიმურობა და ლეგალურობა

სამართალი ლეგიტიმურია თუ იგი არის შესასრულებლად სავალდებულო. სამართალს ახასიათებს ფორმალური და მატერიალური ლეგიტიმურობა. ფორმალური ლეგიტიმურობა ნიშნავს, რომ სამართალი დადგენილია სათანადო პროცედურების დაცვით. მატერიალური ლეგიტიმურობა მოითხოვს რომ სამართალი უნდა იყოს ,,მართალი“ სამართალი. ლეგალურობა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმალურ–ორგანიზაციული პრინციპია. ლეგალურია ხელისუფლება რომლის საქმიანობაც ხორციელდება კანონის საფუძველზე.

No comments:

Post a Comment