სამართლის წყაროები
ტერმინ სამართლის წყაროს მრავალაზრობრივი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, მასში იგულისხმება
• ძალა, რომელიც ქმნის სამართალს
• მატერიალური მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ კანონმდებლობას
• ისტორიული ძეგლები, რომლებსაც ოდესღაც ჰქონდათ მოქმედი სამართლის მნიშვნელობა
• მოქმედი სამართლის შემეცნების საშუალება, სწავლული იურისტების შეხედულებები, რომლებიც მიიჩნევენ რომ სამართალი შეიძლება შევიცნოთ კანონებიდან.
სამართლის იურიდიული წყარო მოიცავს:
o სახელმწიფო ხელისუფლების ნორმატიულ–სამართლებრივ აქტებს ანუ პოზიტიურ კანონმდებლობას.
o სამართლებრივ ჩვეულებას
o სამართლებრივ ხელშეკრულებას
o ,,სამოსამართლო სამართალს“ (სასამართლო პრეცენდენტი)
o ,,იურისტების სამართალის“ (იურიდიული სამეცნიერო ლიტერატურა)
o მართლშეგნება
ჩვეულებითი სამართალი, როგორც სამართლის წყარო
სამართლის ჩვეულება წინ უსწრებს სამართლის სხვა ფორმებს და თავდაპირველ წყაროდ ითვლება. ჩვეულება არის ქცევის წესი, რომელიც საზოგადოებაში მკვიდრდება ხანგძლივი და მრავალგზის გამოყენების შედეგად. მას ადამიანები ასრულებენ გამომუშავებული ქცევების გამო.
ჩვეულება არის სამართლებრივი და არასამართლებრივი. სამართლებრივი ჩვეულება სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებული და გარანტირებული. იგი ქმნის ჩვეულებით სამართალს. არასამართლებრივ ჩვეულებას არ აქვს იურუდიული ძალა. მათი შესრულება ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით.
პოზიტიური კანონმდებლობა
პოზიტიურ კანონმდებლობაში იგულისხმება სახელმწიფოში მოქმედი სამართალი, მისი კონკრეტულად განსაზღვრული შინაარსითა და ფორმით, როგორც ადამიანთა ქცევებისა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულატორი.
პრეცენდენტი როგორც სამართლის წყარო (სამოსამართლო სამართალი)
პრეცენდენტის არსი გამოიხატება იმაში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე განიხილება როგორც ნიმუში ანალოგიური საქმეების გადაწყვეტის დროს.
არსებობს სასამართლო და ადმინისტრაციული პრეცენდენტი.
,,იურისტების სამართალი“
იურისტების სამართალი არის იურისიული აზროვნების, საყოველთაოდ აღიარებული იდეებისა და ღირებულებების გამოხატულება, იურისტების სამართალში იგულისხმება სამართლებრივი დოქტრინები, ავტორიტეტული სწავლულების შეხედულებები სამართლებრივ საკითხზე.
ნორმატიული ხელშეკრულება
სამართლის სხვა წყაროებს შორის თავისებურებით გამოირჩევა ნორმატიული ხელშეკრულება, ხელშეკრულება რომელიც შეიცავს ზოგადი ხასიათის ქცევის წესს, ქცევის სავალდებულო ნორმებს.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment