სამართლის ცნება და ნიშნები
სამართლის ცნება
2500 წელზე მეტია რაც იურისპრუდენცია ცდილობს ჩამოაყალიბოს სამართლის ცნება. სამართლის ცნების შესახებ არსებული შეხედულებები იყოფა ორ დიდ ჯგუფად:
1. სეხედულებები რომლებიც აქცენტს აკეთებენ სამართლის შინაარსობრივ ასპექტზე და
2. შეხედულებები, რომლებიც მთლიანად კონცენტრირებულია სამართლის ფორმალურ ნიშნებზე.
შინაარსობრივი ცნების თანახმად, სამართალი არის შესასრულებლად სავალდებულო რადგან: 1. ადგენს საზოგადოდ ,,კარგ“ და ,,მისაღებ“ ქცევის წესს 2.სამართალი გამომდინარეობს ბუნებითი ან გონითი კანონიდან 3.სამართალი თანაბრად ზღუდავს თითოეულის თავისუფლებას.
ფორმალური განმარტების თანახმად, იურიდიულ მოთხოვნათა სავალდებულოობას განსაზღვრავს ფორმა და არა ნორმის შინაარსი.
სამართლის ფორმალური და შინაარსობრივი ასპექტების გათვალისწინებით გამოყოფენ პოზიტიურ და ბუნებით სამართლებრივ ცნებებს.
პოზიტიური ცნების თანახმად სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა.
ბუნებითი სამართალი მოიცავს დროსა და სივრცის გარეშე არსებულ ქცევის ობიექტურად სავალდებულოწესებსა და პრინციპებს.
სამართლის ნიშნები
სამართალს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
1. სამართალი ადგენს ქცევის განსაძღვრულ წესს
2.სამართლის ნორმის მოქმედება ვრცელდება საზოგადოების ყველა წრეზე
3. სამართალს ახასიათებს მოქმედების პრეტენზია
4. სამართლის ნორმას ახასიათებს იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა
Subscribe to:
Posts (Atom)
სამართლის ნორმის განმარტება". შესახებ ინფორმაცია მინდა
ReplyDelete