სამართალდარვევა და იურიდიული
პასუხისმგებლობა
სამართალდარღვევა
არის პირის არამართლზომიერი ბრალეული ქმედება. რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოებას,
რის გამოც იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას.
სამართალდარღვევის
სახეები:
·
დანაშაული
·
გადაცდომა: ( დისციპლინარული, სამოქალაქო, ადმინისტრაციული)
დანაშაული
სამართალდარღვევა
რომელიც ზიანს აყენებს პიროვნებას, სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესს. დანაშაული
არის სისხლის სამართლებრივი დარღვევა და იწვევს სახელმწიფო იძულების მკაცრ ზომებს–სისხლის
სამართლებრივ სანქციებს
გადაცდომა
სამართალდარღვევა
რომელიც ხელყოფს საზოგადოებაში არსებული მართლწესრიგის ცალკეულ მხარეებს.
არსებობს დისციპლინარული,
ადმინისტრაციული და სამოქალაქო გადაცდომა.
დისციპლინარული–სამართალდარღვევა რომელიც ხდება შრომითი ურთიერთობის
სფეროში (მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას)
ადმინისტრაციული–სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების ხელყოფი ქმედება, რომელიც
ისჯება კანონმდებლობით.
სამოქალაქო–სამართალდარღვევა ქონებრივი და ისეთი არაქონებრივი
ურთიერთობის სფეროში, რომელიც მიეკუთვნება ადამიანის სულიერ ღირებულებებს (უკანონო
გარიგებაში, პიროვნების ღირსების შელახვა)
იურიდიული პასუხისმგებლობა
არის სამართალდარღვევის
მიმართ სამართლის ნორმის სანქციით გათვალისწინებული იძულების ზომის შეფასება.
იურიდიული პასუხისმგებლობის
სახეები:
o
სამოქალაქო
პასუხისმგებლობა
o
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
o
სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობა
o
დისციპლინარული
პასუხისმგებლობა
o
მატერიალური
პასუხისგმებლობა
იურიდიული პასუხისმგებლობის
წარმოშობის აუცილებელი საფუძვლებია:
§
სამართლის
ნორმა
სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი
სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი
§
სამართლის
შეფარდების აქტი
No comments:
Post a Comment